четвъртък, 12 юли 2018 г.
დღე მეცხრე
მეცხრე დღეს განვიხილეთ მოდული მერვე.გადავამოწმეთ ჩვენი პორთფოლიო,დავალაგეთ რესურსები.საქაღალდეების მიხედვთ დავალაგეთ საქაღალდეები,გადავხედეთ კიდევ ერთხელ მოსწავლის ნაშრომებს.გავაკეთეთ ჩანართი ელექტრონული პორთფოლიო.მოვახდინეთ პორთფოლიოს ჩვენება.შევაფასეთ ერთმანეთის პორთფოლიო.მასალები ავკრიფეთ drive-ზე და ჩავაშენეთ ლინკის სახით.
вторник, 10 юли 2018 г.
მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს- ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულზე, რესურსების ჩანართში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე.დავიყავით ჯგუფურად.შევასრულეთ დავალებები ჯგუფში და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
неделя, 8 юли 2018 г.
მეშვიდე დღე
მეშვიდე დღეს- ტრენინგის დაწყების შესავალში განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.განვიხილეთ 6 მოდული,დიფერენცირებული სწავლება და მასში შემავალი საკითხები,კერძოდ 1.აზროვნების კონცეფციები.2.მაღალი სააზროვნო უნარები.3.რწმენები და დამოკიდებულებები.4.აზროვნების სწავლება.თითოეული საკითხი განვიხილეთ ჯგუფურად და წყვილებში და გაუზიარეთ ერთმანეთს ინფორმაციები.რესურსებში,მოსწავლეთა დამხმარეში ვნახეთ სხვადასვა ნიმუშები,შევარჩიეთ და მოვარგეთ ჩვენს პროექტს და შევქმენით სსიპ მოსწავლის ნაშრომი ,რომელიც შევინახეთ მოსწავლის ნაშრომში.
събота, 7 юли 2018 г.
დღე მეექვსე
ვიმუშავეთ მეხუთე მოდულში მოსწავლეთა ნაშრომებზე.მოვიძიეთ ინფორმაციიები ინტერნეტში,მოვიძიე ფოტოები. მოვახდინეთ უკუკავშირი მოსწავლეების ნაშრომებზე ,ნაშრომის გაუმჯობესების მიზნით.რესურსების ჯგუფში ვნახეთ შეფასების რუბრიკები. შევქმენი მოსწავლის ბროშურის შეფასების რუბრიკები და შევინახე შეფასების ფაილში.მოსწავლის ნაშრომი შევქმენით დრაივზე და ჩავაშენეთ ჩემს ბლოგზე.
четвъртък, 5 юли 2018 г.
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს-ვისწავლეთ საკუთარ პრეზენტაციაში სლაიდების ჩასმა და ზომების შემცირება.ამ აქტივობის შემდეგ შევედით ბლოგზე სადაც განვიხილეთ მეწყვილის პრეზენტაცია და გაუკეთეთ უკუკავშირი. vewer-ის რესურსებში მოვნიშნეთ მოსწავლის ნაშრომი დავალება სადაც ავირჩიეთ მოსწავლეების ნამუშევრები და განვიხილეთ.გავეცანით საავტორო უფლებებს და გავაკეთეთ ინდივიდუალურად ტესტი.
сряда, 4 юли 2018 г.
მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს მიმოვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები . განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.ვისწავლეთ power point -ში პრეზენტაციის შექმნა,ფონის შეცვლა და დისკზე შენახვა.
събота, 30 юни 2018 г.
დღე მესამე
ტრენინგის მესამე დღეს- სასწავლო გეგმის შაბლონში შევიტანეთ ცვლილებები.გავეცანით ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას ,შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი სტარდარტი და ვისწავლეთ მისი მონიშვნა და ჩვენს შაბლონში ჩასმა.21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ამოვარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი ქვესაკითხები და ჩავსვით ჩვენს შაბლონში. გავეცანით ბენჟამენ ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ ფორმატს და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარე ფაილში.
ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების მიხედვით გავაკეთეთ წყვილებში სამუშაო თემატური მასალის უკეთ გაგების მიზნით.
ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების მიხედვით გავაკეთეთ წყვილებში სამუშაო თემატური მასალის უკეთ გაგების მიზნით.
неделя, 24 юни 2018 г.
დღე პირველი-დღე მეორე.
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით სასწავლო პროექტებს,განვიხილეთ viewer-ის სახელმძღვანელო და ვისწავლეთ მისი გამოყენება.შევისწავლეთ სახელმძღვანელოში საკითხების მონიშვნა და ფერების შეცვლა.მონიშნული საკითხების სწრაფად პოვნა.ბლოგის შექმნა.ტრენინგის მეორე დღეს გავიხსენეთ პირველ დღეს შესწავლილი საკითხები.განვიხილეთ სხვადასხვა საკოლო პროექტების ნიმუშები.გაუზიარეთ ერთმანეთს პროექტები რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ . შევარჩიე ერთ ერთი პროექტი რომლის განხორციელებასაც ვაპირებ. დავწერე მოკლე შინაარსი ,ავირჩიე საფეხური და კლასი.ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა სხვადასხვა ნიმუშების მიხედვით და ვისწავლეთ ფოტოების მონიშვნა და ჩასმა ბუკლეტში.რაც ყველაზე აუცილებელია ბუკლეტი უნდა შევქმნათ რათა მოვახდინოთ ჩვენი პროექტის დაინტერესება.ჩემი მოლოდინია, რომ ამ ტრენინგის საშუალებით შევზლებ სასკოლო პროექტის საფუძვლიანად დაგეგმვასა და განხორციელებას.
Абонамент за:
Публикации (Atom)